logo
ENG



საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის ბრალდებით 4 პირი დააკავეს

14 აგვ 202008:53
3 წუთის საკითხავი
clock 373

საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ უცხო ქვეყნის 4 მოქალაქე დააკავა. მათ საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთაში ადანაშაულებენ.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, სომხეთის რესპუბლიკიდან ჯგუფურად, უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

"გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.

დანაშაული 4-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია განცხადებაში. 


close დახურვა