logo
ENG



საქართველოში ავიამიმოსვლა ხვალიდან სრულად შეწყდება

20 მარ 202012:35
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში ავიამიმოსვლა ხვალიდან სრულად შეწყდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, ავიამიმოსვლას მხოლოდ ქართული ავიახაზებისთვის იქნება დაშვებული.

"მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ხვალიდან სრულად წყდება საჰაერო მიმოსვლა და განხორციელდება მხოლოდ ის ავიარეისები, რომელიც არის წარმოებული საქართველოს ავიახაზების მიერ და დაკოორდინერებულია საქართველოს მთავრობასთან. ყველა მოქალაქე რომელიც შემოდის საქართველოში, მიუხედავად იმისა, თუ საიდან ჩამოდიან ისინი, გადაინაცვლებენ საკარანტინო ზონაში", - განაცხადა პრემიერის მრჩეველმა.


close დახურვა