სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დღეს საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
მათივე ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 14:29 საათზე, სოფელ სამებასთან მოხდა. მისი სიმძლავრე 3.8 (ML) მაგნიტუდა იყო.
აღსანიშნავია, რომ სოფელ სამებასთან ბოლო პერიოდის განმავლობაში მიწისძვრები გახშირდა.