logo
ENG



საქართველოში ვარშავა-თბილისისა და ბერლინი-თბილისის რეისით, 250-მდე მოქალაქე ჩამოვა

16 აპრ 202012:47
3 წუთის საკითხავი
 

უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნების პროცესი გრძელდება. დღეს საქართველოში ვარშავა-თბილისისა და ბერლინი-თბილისის რეისით, 250-მდე მოქალაქე ჩამოვა.

მათ შორის არიან ის პირებიც, რომლებიც ცხოვრობდნენ არა ვარშავასა და ბერლინში, არამედ სხვა ქვეყნებში და სამშობლოში დასაბრუნებლად ჩავიდნენ აღნიშნულ 2 ქალაქში.

„დღეს 16 აპრილს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორგი რეისი პარიზი-თბილისის მიმართულებით, რომლითაც საქართველოსი დაბრუნდება საქართველოს 177 მოქალაქე. მათ შორის ტრანზიტული მგზავრები ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, აფრიკისა და აზიის ქვეყნებიდან. მგზავრთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები და მძიმე დაავადებების მქონე პირები. ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს“, - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.


close დახურვა