logo
ENG



საქართველოში ინფიცირებული 787 მძიმე პაციენტიდან, 363 ხელოვნურ სუნთქვაზეა

16 ნოე 202011:12
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/16/2x5by46agcn620o.jpg

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, ალექსანდრე ხოჯევანიშვილის განცხადებით, ამჟამად საქართველოში კორონაივრუსით ინფიცირებულებიდან 787 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო აქედან 363 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

მძიმე პაციენტებიდან თბილისშია - 170, აჭარაში - 110, იმერეთში - 27.

ჯამში ქვეყანაში ვირუსის 82 835 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 65 291 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 733 გარდაიცვალა.


close დახურვა