ამჟამად საქართველოში კორონაივრუსით ინფიცირებულებიდან 836 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო აქედან 371 ადამიანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მძიმე პაციენტებიდან თბილისშია - 163, აჭარაში - 115, იმერეთში - 30.
დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში გამოვლენილი კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს - 89 395-ს. აქედან, გამოჯანმრთელდა 71 468 ადამიანი, ხოლო 815 გარდაიცვალა.