logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 91-მდე გაიზარდა

29 მარ 202019:10
3 წუთის საკითხავი
 
flh8rqrn4dsghke.jpg

დღეს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში, საქართველოში კორონავირუსის 91 შემთხვევა დასტურდება, აქედან 18 უკვე გამოჯანმრთელდა. ამ საკითხზე ინფორმაციას მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი გვერდი stopcov.ge აქვეყნებს.

ამ მონაცემებით კარანტინის რეჟიმში 4717 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 268 პაციენტი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პირველი შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს დადასტურდა. 2020 წლის 11 მარტს ჯანმომ covid-19 პანდემიად გამოაცხადა.


close დახურვა