logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით დღეს კიდევ ერთი, მე-4 ადამიანი გარდაიცვალა

28 სექ 202017:05
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსით დღეს კიდევ ერთი, მეოთხე პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ქვეყანაში დღეს კორონავირუსი 298 ადამიანს დაუდასტურდა და ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 5 552-მდე გაიზარდა. ვირუსისგან განიკურნა 148 პაციენტი, 4 კი გარდაიცვალა. ჯამში, გარდაცვლილთა რაოდენობამ 32 შეადგინა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 5 637 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836. 800 ადამიანს მკურნალობა კოვიდ სასტუმროებში უტარდება.

NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 4 595  ტესტი ჩატარდა.


close დახურვა