საქართველოში კორონავირუსით დღეს კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, 2 პაციენტი ბათუმში გარდაიცვალა, 3 კი ქუთაისში. როგორც ტიკარაძე ამბობს, ხუთივე ინფიცირებულს თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა.
ასევე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მათი ასაკობრივი გრადაცია 51-დან 90 წლამდეა.
2 ოქტომბერს ქვეყანაში ვირუსის 453 შემთხვევა გამოვლინდა, 295 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 4 კი გარდაიცვალა.
NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში 7 206 PCR ტესტირება ჩატარდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 7 093 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 3 714 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 46 კი გარდაიცვალა.