საქართველოში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
ქვეყანაში COVID-19-ით, სულ 58 ადამიანი გარდაიცვალა.
6 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსი 549 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 268 ადამიანი.
კარანტინის რეჟიმში - 5392 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი - 1100-ია.
