logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 196-მდე გაიზარდა

07 აპრ 202021:40
3 წუთის საკითხავი
clock 1448
k7v2ots2cfhn98u.png

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 196-ს შეადგენს.

„ვფიქრობ, შემთხვევების მატება გვექნება. ბოლო 3 დღის განმავლობაში იყო ორნიშნა მატებები 15-18, დღეს დილით გვქონდა 7 ახალი შემთხვევა. ამჟამად დამატებულია ერთი შემთხვევა. შესაბამისად, საქართველოში ამ წუთისთვის გვაქვს 196 ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსული შემთხვევა. ეს არის 3271 გამოკვლეული ადამიანიდან, რომლებიც იყო შესაძლო შემთხვევებად შეფასებული. ჯამში 3457 ნიმუში გაიტესტა. გვყავს უკვე 46 გამოჯანმრთელებული ადამიანი და სამწუხაროა, რომ დაფიქსირდა 3 გარდაცვალების შემთხვევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

კარანტინის რეჟიმში 4708, სტაციონალური მეთვალყურეობის ქვეშ კი, 370 ადამიანია. 

შეგახსენებთ, ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული. მოქალაქეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ. მათ შორის, ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან, დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

საქართველოში ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში უკვე დაფიქსირებულია შიდა გადაცემის ფაქტებიც. 

ჯანმომ ვირუსი პანდემიად 11 მარტს გამოაცხადა.


close დახურვა