STOP.COV.GE-ის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 103-მდე გაიზარდა.
ამავდროულად, გამოჯანმრთელდა კიდევ ორი ადამიანი და მათი საერთო რაოდენობა 20 აღწევს.
კარანტინში იმყოფება 5114 ადამიანი, ხოლო სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 263 ადამიანი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი და საყოველთაო კარანტინი ცხადდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.