საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 230-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ამ დრომდე გამოჯანმრთელდა 52 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა 3 პირი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4908 პირი, 410 მოქალაქე კი სტაციონარში დაკვირვების ქვეშაა.