logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 98-მდე გაიზარდა

30 მარ 202011:27
3 წუთის საკითხავი
 
ewlosh0nzfztc8j.png

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 98-მდე გაიზარდა. 

ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებული 18 პაციენტია გამოჯანმრთელებული. კარანტინში, ბოლო მონაცემებით, იმყოფება 4978 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 266. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, ხოლო ორ მუნიციპალიტეტში, მარნეულსა და ბოლნისში, კარანტინის რეჟიმი მოქმედებს. გარდა ამისა, საგანგებო რეჟიმის გამკაცრება მოხდა ორ ქალაქში - ზუგდიდსა და ფოთში, იქ პოლიციის ბლოკ-პოსტებია განთავსებული.


close დახურვა