კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 336-მდე გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge აქვეყნებს.
ამ ეტაპზე კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5000 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 494, რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 74-ს შეადგენს. კორონავირუსს ქვეყანაში 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გუშინ მთავრობამ უსაფრთხოების ზომები კიდევ უფრო გაამკაცრა და დღეიდან 15 დღით ჩაიკეტება ქვეყნის დიდი ქალაქები. როგორც გიორგი გახარიამ განმარტა, თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი ათი დღით იკეტება, რათა შემცირდეს ქალაქებში მობილობა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა.