logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 589 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

03 ნოე 202011:17
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 589 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 589 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. მათგან 281 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 15 501 აქტიური შემთხვევაა, მათგან 4 253 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.

ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 44 522 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 28 633 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო 362 დაიღუპა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 3 080 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4 253. 2 264 პაციენტი კოვიდ სასტუმროებში მკურნალობს.


close დახურვა