საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა. საერთო ჯამში, ქვეყანაში გარდაცვლილთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის თქმით, ერთი პაციენტი აჭარაში გარდაიცვალა.
დღეს, 4 ოქტომბერს ქვეყანაში კორონავირუსის 554 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 252 ადამიანი გარდაიცვალა - 2.
ამ მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 8 118 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 4 244 პაციენტი გამოჯანმრთელდა.