ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 35 ადამიანი გარდაიცვალა. საერთო ჯამში ქვეყანაში ვირუსს 1 230 პირი ემსხვერპლა.
დღეს, 29 ნოემბერს ქვეყანაში კორონავირუსის 4 426 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა - 3 721 ადამიანი.
ამ მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 132 368 შემთხვევაა გამოვლენლი, მათ შორის 110 049 ადამიანი გამოჯანმრთელდა.