საქართველოში კორონავირუსით კიდევ 37 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ქვეყანაში ვირუსით სულ 1 267 ადამიანია გარდაცვლილი.
მათი ცნობით, 24 საათში ინფიცირების 3 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 937 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. სულ დადასტურებულია 135 584 შემთხვევა, მათგან 113 986 განიკურნა.