logo
ENG



საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა

11 ნოე 202010:53
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 45 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, 18 ადამიანი გარდაიცვალა თბილისში,  14 აჭარაში, 7 იმერეთში, 3 ქვემო ქართლში, 2 კახეთში, ხოლო 1 სამეგრელო-ზემო სვანეთში.

ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსით 566 ადამიანია გარდაცვლილი.

დღეს, 11 ნოემბერს ქვეყანაში ინფიცირების 2 911 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 421 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.

ჯამში საქართველოში ვირუსის 66 561 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 49 811 პაციენტი გამოჯანმრთელდა.


close დახურვა