საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ორივე მათგანი საჩხერის კლინიკაში მკურნალობდა.
როგორც „ფორმულას“ საჩხერის კლინიკაში განუცხადეს, ორივე პაციენტზე მეორე ტესტზე უარყოფითი პასუხი მოვიდა. ისინი კლინიკიდან გაეწერნენ.
ამ ეტაპზე, საქართველოში 103 კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა დადასტურდა. აქედან 20 გამოჯანმრთელდა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი და საყოველთაო კარანტინი ცხადდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.