კორონავირუსის კიდევ ერთი შემთხვევა საქართველოში - ინფორმაცია რამდენიმე წუთის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა. მისი თქმით, შემთხვევა ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე გუშინ გვიან ღამოთ დადასტურდა. როგორც გამყრელიძე განმარტავს, ინფიცირებული საქართველოში იტალიიდან ცოტა ხნის წინ დაბრუნდა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე კვლევა უტარდება კიდევ 4 პირს და ის არ გამორიცხავს, რომ ინფიცირება მათ შემთხვევაშიც დადასტურდეს.