საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე დაადასტურა.
ვირუსი ინფექციურ საავადყოფოში მყოფ ერთ-ერთ პაციენტს დაუდგინდა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი მარინა ეზუგბაია დღეს საღამოს აცხადებდა, რომ დიდი ალბათობით პაციენტებს კორონავირუსი არ დაუფიქსირდებოდათ, რადგან კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არცერთ პაციენტთან არ აღინიშნებოდა.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატებში დაკვირვების ქვეშ 14 პაციენტი იმყოფება. მათგან 2 ჩინეთის მოქალაქეა, 3 ირანის, დანარჩენები კი მილანიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები არიან. თითოეულ მათგანს აღენიშნება გრიპის სხვადასხვა სიმპტომები - ხველა, ცხელება, ყელის ტკივილი, თუმცა პირველადი კვლევებით, არც ერთის შემთხვევაში არ დასტურდება პნევმონია ან ა/ბ ტიპის ვირუსები.