საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 10-ით გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსი 1 049 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 903 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 5 534 ადამიანია მოთავსებული, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 267.