logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 პაციენტი გარდაიცვალა

29 მარ 202110:50
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოში კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 14 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 382 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 14 კი გარდაიცვალა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 298 ტესტი, მათ შორის 8 547 ანტიგენი და 5 751 - PCR.

მათივე ინფორმაციით, 28 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.20 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.66 %, ხოლო 7 დღის - 1.60 %.

StopCoV.ge-ს თანახმად, ქვეყანაში სულ დადასტურებულია 280 472 შემთხვევა, საიდანაც 272 601 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 765 კი გარდაიცვალა.

 


close დახურვა