საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 17-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი არ გაზრდილა. ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1 411 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 1 132 განიკურნა, 17 კი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 6 848 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 269.