დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცნობით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 837 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
მათი ინფორმაციით, დღე-ღამეში კიდევ 26 პაციენტი გარდაიცვალა. მათივე ცნობით, 24 საათში 15 205 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 7 940 PCR, 7 265 ანტიგენი.
ქვეყანაში სულ 245 789 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 229 196 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 2 893 კი გარდაიცვალა.