logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

22 სექ 202010:51
3 წუთის საკითხავი
clock 2046

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 218-ით გაიზარდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან 40 ადამიანი განიკურნა, 2 კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 3913 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 1574 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 22 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4988 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 21 სექტემბერს ქვეყანაში 5 429 PCR ტესტი ჩატარდა.


close დახურვა