logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

03 აგვ 202010:00
3 წუთის საკითხავი
clock 646
საქართველოში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 4-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 1179 შემთხვევაა გამოვლენილი. აქედან 959 პაციენტი განიკურნა, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 6 919 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 251.


close დახურვა