logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 36 ადამიანი გარდაიცვალა

07 დეკ 202010:54
3 წუთის საკითხავი
 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 988 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

მათი ცნობით, დღე-ღამეში ვირუსით 36 ადამიანი გარდაიცვალა.

მათივე ინფორმაციით, ჩატარდა 9 442 ტესტი, მათგან 5 082 PCR და 4 360 ანტიგენი.

ქვეყანაში ამ დროისთვის ვირუსის 164 976 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 137 499 გამოჯანმრთელდა, 1 540 კი გარდაიცვალა.


close დახურვა