logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 - გამოჯანმრთელდა

04 აგვ 202010:05
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 3 - გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. 3-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1 182 ადამიანს დაუდასტურდა, რომელთაგან 962 განიკურნა, ხოლო 17 გარდაიცვალა.

ამ დროისთვის კარანტინის რეჟიმში 7 007 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 280. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 


close დახურვა