საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის შემთხვევათა რაოდენობა 931-ს შეადგენს. აქედან 794 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 15 კი, გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 2 809 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 29.