logo
ENG



საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა

28 ივლ 202009:51
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე არის გამოქვეყნებული. გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1145 შემთხვევაა დადასტურებული. სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 927-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში 6459 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 353 ადამიანი.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 16 პაციენტი გარდაიცვალა.


close დახურვა