საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა 3-ით გაიზარდა, ამდენივე ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის, საერთო ჯამში, ქვეყანაში ვირუსის 951 შემთხვევაა გამოვლენილი, 828 ადამიანი კი ვირუსისგან გამოჯანმრთელებულად მიიჩნევა.
ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანაში ვირუსით 15 ადამიანი გარდაიცვალა.