logo
ENG



საქართველოში კრემლთან დაკავშირებული, რუსული სანქცირებული კომპანია, Wildberries შემოდის

16 აგვ 202418:01
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/16/q4uizqei5jzv4xg.jpg

საქართველოში კრემლთან დაკავშირებული და უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდაჭერის გამო სანქცირებული რუსული ონლაინ სავაჭრო პლატფორმა, Wildberries შემოდის, რომელიც Amazon-ის ანალოგად მოიაზრება.

როგორც ცნობილია, კომპანია და მისი დირექტორი, უკრაინისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნის, პოლონეთის შავ სიაში არიან.

Wildberries საქართველოში პერსონალს უკვე ეძებს, მათ შორის HR მენეჯერს, რომელსაც რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა მოეთხოვება.

კიევისა და ვარშავის სანქციების სიაშია კომპანიის პრეზიდენტი, ტატიანა ბაკალჩუკიც, რომელიც Bloomberg-ის ცნობით, გადახდის ახალ, რუსულ ონლაინ სისტემაზე მუშაობს - ის რუსულ ბანკებს სვიფტიდან გათიშვით გამოწვეული პრობლემების შემსუბუქებაში დაეხმარება.

კომპანია, რომელიც საქართველოში შემოდის ოკუპანტის ბიუჯეტში გადასახადების ერთ-ერთი უმსხვილესი გადამხდელია.

ქართველი ექსპერტების აზრით, Wildberries-ის ქვეყანაში შემოსვლა პერსონალური მონაცემების დაცვის კუთხით სახიფათოა, რადგან მსგავსი კომპანიების გავლით რუსული სპეცსამსახურები აქტიურად საზრდოობენ. 

 

 


close დახურვა