საქართველოში ლატვიის ახალ ელჩად ედიტ მედნე დაინიშნა. ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, 2018 წლიდან მედნე ირლანდიაში ლატვიის საელჩოში მისიის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა ეკავა.
ახლადდანიშნული ელჩი აცხადებს, რომ ლატვია არის და დარჩება საქართველოს სანდო პარტნიორი და მხარდამჭერი ევროატლანტიკური მისწრაფებებისა და რეფორმების განხორციელების მიმართულებით.
მანამდე საქართველოში ლატვიის ელჩის პოსტს ინგრიდა ლევრენცე იკავებდა.