უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილის, ბერდია სიჭინავას თქმით, საქართველოში ინფიცირების 20 393 აქტიური შემთხვევიდან 10 263 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს, ხოლო 6 286 პირი კი საავადმყოფოებში. 3 844 ინფიცირებული კი კოივიდსასტუმროშია მოთავსებული.
ინფიცირებულთაგან მძიმე პაციენტი 942 პირია. სუნთქვის აპარატზე კი 421 ინფიცირებული იმყოფება.
საავადმყოფოებში მოთავსებულ პაციენტთა სტატისტიკა ქალაქების მიხედვით ასე გამოიყურება: თბილისის საავადმყოფოებში - 2 760, აჭარაში - 1 016, იმერეთში -1 201.
კოვიდსასტუმროში მოთავსებულ პაციენტთა დინამიკა კი ასე: 1 291 - თბილისში, 1 998 - აჭარაში, 285 - იმერეთში.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 076 ადამიანი, ხოლო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 18 623 პირი. თვითიზოლაციაში კი 56 041 პირი იმყოფება, მათგან 19 132 დედაქალაქში.
დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 34 ინფიცირებული.