გიგი უგულავა აცხადებს, რომ პოსტპანდემიურ ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისს საქართველო უნდა შეხვდეს ცვლილებებით პოლიტიკურ ცხოვრებაში.
როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოფო ზურაბიანის „პოლიტიკის ფორმულაში“ განმარტა, პოსტსაბჭოთა საქართველოში უნდა დასრულდეს ერთი ადამიანის მმართველობა და დაიწყოს ახალი პოლიტიკური ცხოვრება მრავალპარტიული მმართველობით.
„უკიდურესი ყრძო ქოცი უნდა იყო, რომ იძახდე, რომ არ არსებობს ეს ხალხი [„ნაციონალური მოძრაობა"] და არ არსებობს მიშა, მაგრამ ამავე დროს მათაც უნდა ესმოდეთ, რომ მარტო ისინი ვერ მოუგებენ ოცნებას და საერთო ოპოზიციურ ამბავს ისე დაანგრევენ, რომ პასუხისმგებლობა მათზე იქნება. ბრძოლა მიდის ახლა იმისთვის, რომ საქართველო ამ პანდემიის შემდეგ კრიზისს შეხვდეს ცვლილებით. ცვლილება იგივე სისტემით არა. პიროვნებებში არავის გვერდით არ დავაყენებ ივანიშვილს, ასლან აბაშიძის გვერდით თუ დავაყენებ, მეტი არავინ მემეტება, რომ ამ ადამიანთან ტოლობის ნიშანი დავუსვა. მაგრამ ეს არ არის ბრძოლა ერთი ადამიანის ჩანაცვლებისთვის მეორე ადამიანით. ეს არის ბრძოლა მრავალპარტიული, ახალი, პოლიტიკური ცხოვრების დაწყების", - განაცხადა გიგი უგულავამ.