logo
ENG



პარლამენტთან გზის გადაკეტვის საქმეზე, უგულავას პროცესი 12 თებერვლისთვის გადაიდო

10 თებ 202514:07
3 წუთის საკითხავი
 
2025/02/10/0s0h5dl9dmjfl4e.png

გიგი უგულავას სასამართლო პროცესი 12 თებერვალს, 13:00 საათისთვის გადადო. გადაწყვეტილება მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გიგი უგულავას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-4 ნაწილით, 17 იანვარს, პარლამენტთან აქციაზე სატრანსპორტო ზოლის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება, რაც 5 000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

პროცესზე გიგი უგულავამ განაცხადა, რომ ის ჯარიმას არ გადაიხდის.

უგულავას ედავებიან თბილისი მოლთან გზის გადაკეტვასაც – ის 4 თებერვალს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით დააკავეს, რაც სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას გულისხმობს. 5 თებერვალს სასამართლომ უგულავას და კიდევ 7 პირს გირაო შეუფარდა.


close დახურვა