საფრაგეთმა საქართველო წითელ ზონის ქვეყნების სიაში შეიყვანა. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რა მძიმე ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსის თვალსაზრისით.
ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 73 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის კიდევ ერთი ორსული დაიღუპა. ქალი 19 წლის იყო. სულ გარდაცვლილია 13 ორსული, აქედან 12 - 2021 წელს დაიღუპა, რაც დელტა შტამითა და აუცრელობითაა განპირობებული.