logo
ENG



საქართველო სავალუტო ფონდისგან 1 წლის განმავლობაში 447 მილიონ დოლარს მიიღებს

14 აპრ 202017:57
3 წუთის საკითხავი
 

საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკაში 1 წლის განმავლობაში დამატებით 447 მილიონ დოლარი შემოვა.

„ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს ერთი წლის განმავლობაში, რომელიც იქნება შემოსული ჩვენს ეკონომიკაში. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების პირობები, რომელიც უკვე მიღწეულია“, - განაცხადა პრემიერმა. 


close დახურვა