"მართლმსაჯულების სფეროში - საქართველოს, მომზადების გარკვეული დონე ქვს" - კიდევ უფრო მწვავეა შეფასება, როცა ლაპარაკი საგარეო ურთიერთობებს ეხება. აქ საქართველო საშუალოდაა მომზადებული. ასე შეაფასა ევროკომისიამ ქვეყნის მიერ შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი. დოკუმენტში აღნიშნულია ისიც, რომ ქვეყანა არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, - აქვე ნათქვამია, რომ აპლიკანტი უნდა მონაწილეობდეს ევროკავშირის გადაწყვეტილებებში. ეს ყველაფერი კანდიდატის სტატუსის მოლოდინში და ერთხელ უკვე გაშვებული შანსის ფონზე ხდება.