საქართველოს პრეზიდენტი გიორგი გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის ორგანიზების გეგმას ეხმაურება და აცხადებს, რომ მისი აღკვეთით სუს-მა სახელმწიფო ინტერესების პარალელურად ადამიანის სიცოცხლეც დაიცვა.
როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზა, შესაძლოა, ვინმესთვის გამაღიზიანებელი იყოს, თუმცა ქვეყანა მაინც განაგრძობს დასავლური კურსით სვლას.
„როგორც პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი მადლობას მოვახსენებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომელმაც შეძლო დროულად და უმაღლესი პროფესიონალიზმით აღეკვეთა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა. ამავდროულად, ვაცნობიერებთ, რომ საქმე გვაქვს ქვეყნის სტაბილურობის წინააღმდეგ მიმართულ კრიმინალურ და პროვოკაციულ ქმედებასთან. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, ეპიდემიასთან ეფექტიანი ბრძოლა და შეუქცევადი დემოკრატიული განვითარება ბევრს შეიძლება აღიზიანებს, თუმცა ასეთი დესტრუქციული მიზანი ვერ იქნა რეალიზებული.
დესტაბილიზაციის ნაცვლად, საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გააჩნია სტაბილურობის დაცვის ბერკეტები, რომ წინ აღუდგება პროვოკაციებს და მშვიდობიანად გაივლის გზას მომავალ არჩევნებამდე", - აცხადებს პრეზიდენტი.
