logo
ENG



საქმიანი ვიზიტით ჩამოსულებს 72 საათში ერთხელ ტესტის ჩატარება ან კარანტინის გავლა მოუწევთ

08 ივლ 202011:28
3 წუთის საკითხავი
clock 1176

საქართველოში საქმიანი ვიზიტები ყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

როგორც ჩიქოვანმა აღნიშნა, საქმიანი ვიზიტით ჩამოსულ პირებს ეკისრებათ ვალდებულება, საკუთარი სახსრებით ყოველ 72 საათში ერთხელ ჩაიტარონ pcr ტესტი ან 14-დღიანი კარანტინი გაიარონ.

გარდა ამისა, მათ წინასწარ უნდა შეავსონ ელექტრონული ფორმები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე stopcov.ge.

„საქართველოში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, საქმიანი ვიზიტები იყველა ქვეყნიდან შეუფერხებლად განხორციელდება წინასწარ შესაბამისი ფორმის შევსებისა და შესაბამის დარგობრივ უწყებასთან შეთანხმებით. საქმიანი ვიზიტით საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს, ეკისრებათ ვალდებულება, ყოველ 72 საათში ერთხელ საკუთარი სახსრებით ჩაიტარონ კოვიდ 19-ზე pcr ტესტი ან გაიარონ სავალდებულო 14-დღიანი კარანტინი, ასევე საკუთარი სახსრებით“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ევროკავშირის ქვეყნებში იმოგზაურებენ, სამშობლოში დაბრუნებისას 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

„რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებს, ევროკავშირის ქვეყნებში ნებისმიერი ვიზიტის შემდეგ, სამშობლოში უკან დაბრუნებისას გაივლიან სავალდებულო 14-დღიან კარანტინს. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა ასევე გაითვალისწინონ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ჩამოყალიბებული მიდგომები ექვემდებარება გადახედვას, არის ცვალებადი და საკუთარი მოგზაურობის დაგეგმვის დროს, აუცილებლად გაითვალისწინონ არსებული რეგულაციები“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვას და ესტონეთის მოქალაქეებს საქართველო საზღვარს უპირობოდ უხსნის. მათ საქართველოში ვიზიტის განხორციელება საჰაერო გზით შეეძლებათ.

გარდა ამისა, პრემიერის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დაასახელა ის ქვეყნებიც, რომლებიც საქართველოს საზღვრებს არ, ან კონკრეტული პირობებით უხსნიან.


close დახურვა