გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელიც სანქცირებულთა სიაში მოხვედრის კანდიდატია. ახლა მნიშვნელოვანი საკითხია, იხელმძღვანელებს თუ არა უახლოეს მომავალში შეერთებული შტატები და ევროკავშირი ზელენსკის სიით. ძმა, სიძე, დეიდაშვილი და დეიდაშვილის შვილი და პლუს ივანიშვილთან დაკავშირებული 3 მსხვილი ბიზნესმენი - ეს არის ის კატეგორია, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა სანქციები დაუწესა.
არ არის გამორიცხული, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებამ ახალი ბიძგი მისცეს ევროპარლამენტსაც, ივანიშვილის წინააღმდეგ სანქცირების საკითხის გააქტიურების კუთხით. ანა ფოტიგამ უკვე თქვა, რომ ევროკავშირმა სანქციები უნდა აამოქმედოს. ოლიგარქის პარტიის რეაქცია კიდევ უფრო ამყარებს ოპოზიციის ბრალდებას პრორუსულობასთან დაკავშირებით. სანქციებზე ოცნება კრემლის რიტორიკით პასუხობს.