logo
ENG



საშემოსავალო გადასახადის 17 %-მდე შემცირება - ევროპული საქართველოს გეგმა კორონავირუსზე

06 მარ 202012:50
3 წუთის საკითხავი
 

"საშემოსავლო გადასახადის შემცირება",-ასეთია "ევროპული საქართველოს" გეგმის მთავარი ნაწილი კორონავირუსისგან გამოწვული კრიზისის თავიდან ასაცილებლად. როგორც პარტიის წევრები ამბობენ, მსგავსი მიდგომა უნივერსალურია და ის ქვეყანაში არსებულ ორ მთავარ პრობლემას არ გაართულებს. 

"​უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა ტურიზმის ბიზნესი, სასტუმროები, გადაზიდვის სამსახურები ამიტომ ეს პრობლემები გაგრძელდება. მათ მოსაგვარებლად აუცილებელია კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რადგან საბოლოო ჯამში ღრმავდება მოსახლეობის ორი მთავარი პრობლემა - სიღარიბე და ფასების ზრდა. პრობლემები, რაც აქვს ბიზნესს, აისახება უმუშევრობაზე. ამიტომ ჩვენ მიგვაჩნია, რომ გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები. ჩვენ წარმოდგინეთ კონკრკეტულ გეგმას, როგორ უნდა მოხდეს გადასახადების შემცირების გზით ამ ორი მთავარი პრობლემის მოგვარება",-აღნიშნა დავით ბაქრაძემ. 

"ევროპულ საქართველოში" მიაჩნიათ, რომ ივანიშვილის მმართველობის ქვეშ ქვეყანა ისედაც ზარალდება, თუმცა ამჯერად ვირუსიგან გამოწვეული კრიზისი არსებულ ეკონომიკურ კლიმატს კიდევ უფრო მეტად დააზარალებს. ამიტომ ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა აუცილებელია.

"2020 წლის აპრილიდან შესაძლებელია საშემოსავალო გადასახადის 20 %-დან 17 %-მდე შემცირება, რაც საბოლოოდ 380 მლნ. ლარს დაუტოვებს ხალხს. ეს ძალიან მნიშვნლოვანია იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები. ასევე მნიშვნლოვანია ქონების გადასახადის შემცირებით 95 მილიონი დარჩეთ მეწარმეებს. მეორე პრობლემა ესაა ფასების ზრდა, რა მტკივნეულად აისახება საწვავზე, ბენზინსა და დიზელზე ფასების ზრდით. შესაბამისად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია უკვე აპრილიდან 25 %-ით შემცირდეს აქციზი, რაც საბოლოო ჯამში ფასების დაწევს",-აღნიშნა ზურაბ ჭიაბერაშვილმა. 


close დახურვა