საჩხერეში მკვლელობის ბრალდებით 29 წლის კაცი დააკავეს. ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფება.
გამოძიების თანახმად, ბრალდებულს სიძესთან კონფლიქტი მოუვიდა, მოგვიანებით კი მის საცხოვრებელ სახლთან მივიდა და ავტოფარეხთან, სადაც სიძის მეგობარიც იმყოფებოდა, იარაღიდან ისროლა. შსს-ს ინფორმაციით, სიძის მეგობარი კაცი დაიჭრა და კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის "ბ" ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.