logo
ENG



საჩხერის საავადმყოფოს 100-მდე თანამშრომელი იზოლაციაშია

05 აპრ 202016:59
3 წუთის საკითხავი
 

საჩხერის საავადმყოფოს 100-მდე თანამშრომელი იზოლაციაშია. ამის მიზეზი ის გახდა, რომ საჩხერის მერის მეუღლეს, რომელიც პროფესიით ექიმია, კორონავირუსი დაუდგინდა. 

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე უცნობია, როგორ დაინფიცირდა მედიკოსი. 

როგორც საჩხერის სამედიცინო კლინიკის დირექტორმა მიხეილ ქამუშაძემ აღნიშნა, საავადმყოფოში აქვთ სპეციალური ეკიპირება და ინფიცირებული ექიმიც პაციენტებთან ამ ეკიპირებით შედიოდა. 

"დღეისათვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში არის ვირუსით ინფიცირების 3 დადასტურებული შემთხვევა. ერთ-ერთის პასუხი გუშინ საღამოს მივიღეთ. სამივე თავს კარგად გრძნობს და მიმდინარეობს მათი მკურნალობა. ერთ-ერთი არის ჩვენი თანამშრომელი. რაც შეეხება ეკიპირებას, მარაგი დიდია. პაციენტებთან ყოველთვის ეკიპირებული შედიოდა. ახლა ვიკვლევთ, საიდან შეიძლება დაინფიცირებულიყო", - აღნიშნა ქამუშაძემ

შეგახსენებთ, რომ საქართველოშო კორონავირუსით ინფიცირების სულ 170 შემთხვევა ფიქსირდება, აქედან 36 პაციენტი უკვე განიკურნა, ხოლო ორი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში - 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 330 მოქალაქეა. 


close დახურვა