logo
ENG



საჩხერის საკარანტინო სივრცეში 41 მოქალაქე იმყოფება

12 მარ 202012:02
3 წუთის საკითხავი
 

ამ დროისთვის საჩხერის საკარანტინო სივრცეში 41 მოქალაქე იმყოფება. ისინი თავს კარგად გრძნობენ. რაც შეეხება საჩხერის კლინიკას, ბოქსირებულ განყოფილებაში ის 3 პაციენტი რჩება, რომელთაც კორონავირუსი დადასტურებული აქვთ.

კლინიკის დირექტორის მიხეილ ქამუშაძის განცხადებით პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია. სხეულის მაღალი ტემპერატურა არც ერთ მათგანს აღენიშნება. საჩხერის კლინიკაში დღეისთვის ლუგარის ლაბორატორიიდან ანალიზების პასუხებს არ ელოდებიან.


close დახურვა