ერთ-ერთი კვლევის მიხედვით საცობებში წელიწადში 240 საათს ვატარებთ. ამ მაჩვენებლით ევროკავშირის ქალაქებს თუ შევედრებით პირველ ადგილზე ვართ... ჩვენზე მეტს ერთ ადგილზე არავინ დგას. ყველაზე ახლოს ჩვენთან რომია, რომელიც თბილისზე გაცილებით დიდია და იტალიის დედაქალაქშიც კი ჩვენზე 75 საათით ნაკლებს დგანან საცობში. ეს კი დისკომფორტის გარდა, გარემოზე მიყენებული ზიანიც არის. დიდი ალბათობით, ჩვენ იმაშიც უნიკალურები ვართ, რომ ჩვენთან საცობში მანქანაც დგას და ავტობუსიც... თანაც ეს ავტობუსი ისეთი გადავსებულია, რომ ხშირად ადგილის უქონლობის გამო სუნთქვა ჭირს. არადა, კახი კალაძე პრობლემის მოგვარებას წლების წინ დაგვპირდა... თუმცა, როგორც ქართული ოცნების ხელისუფლების დაპირებებს სჩვევია, დაპირებებადვე დარჩა... შაბათის ფორმულა შეეცადა გაერკვია რა იწვევს საცობებს, როგორ უნდა მოგვარდეს პრობლემა, რას აკეთებს მერია მის მოსაგვარებლად და როდის ეშველება თბილისის ერთ-ერთ ყველა მნიშვნელოვან პრობლემას - სატრანსპორტო კოლაფსს?
საცობების ქალაქი - შაბათის ფორმულა
04 ნოე 202321:01
3 წუთის საკითხავი